LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ მანქანის და მოპედის ქურდობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა

78
პოლიცია

ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ერთმა პირმა ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მოიპარა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ბათუმი-სუფსის საავტომობილო გზის, სუფსის მონაკვეთზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

რაც შეეხება მეორე პირს, პოლიციამ ის იმ დროს დააკავა, როდესაც ბათუმში, ზვიად გამსახურიდას ქუჩიდან მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები