LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ მარნეულში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავა

53
პოლიცია

პოლიციამ მარნეულში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებულმა ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა უკანონოდ, ფარულად გადაიღო, რის შემდეგაც აღნიშნული მასალა ასევე უკანონოდ გავრცელდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ზ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავეს,“ – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.