LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ ვარკეთილში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

37
შსს დაკავება

პოლიციამ ვარკეთილში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ვარკეთილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა მ.დ. მომხდარიდან რამდენიმე საათში,ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გლუვლულიანი თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები