LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმები იქნება სწორი” – რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან თეთრი ტაქსის მძღოლები

163
zonal-parking

დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილი “თეთრი ტაქსების” საკითხი მერიის მიერ გამართული ყველა სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემაა. გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა ყოფილა, სადაც კახი კალაძემ აღნიშნული რეფორმის წარმატებულ მიმდინარეობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუმცა რამდენიმე გაფრთხილებაც გასცა. კალაძის განმარტებით, რეფორმის დაწყებისთანავე გაწერილი იყო თეთრი ტაქსებისთვის რეკლამის განთავსებისთვის კონკრეტული ადგილები, რომელიც, მისივე თქმით, მძღოლებისთვის დამატებით შემოსავალს წარმოადგენდა. დებულებში მითითებული სარეკლამო ქვეპუნქტი მძოლების უმრავლესობამ ვერ გაითვალისწინა და შესაბამისად დღეს თბილისში მოძრაობენ ტაქსები, რომელიც სარეკლამო ფურცლებით წრეშია მოხატული.

სწორედ ეს პრობლემა დაასახელა კალაძემ საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმების მიზეზად და აღნიშნა, რომ ყველა მძღოლმა უნდა მიხედოს საკუთარ მანქანას. გამოიყენონ სარეკლამო შემოთავაზებებიც, მაგრამ სპეციალურად განკუთვნილ ადგილებზე.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს პოლიციამ დაიწყო დაჯარიმება იმ ტაქსების, ვისაც რეკლამები აქვთ განთავსებული თავიანთ მანქანებზე. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ქალაქში მოძრაობს თეთრი ფერის ტაქსები, სადაც ყველგან რეკლამაა გადაკრული, მთლიანად რეკლამითაა შეფუთული. ეს მიუღებელია და ცდება იმ ვიზუალურ სტანდარტს, რომელიც ჩვენ მიერაა დამტკიცებული. ამიტომ, სწორად იქნა ჯარიმები გამოწერილი. ამასთან, ქალაქში გადაადგილდება მანქანები, რომლებსაც უკანა ნაწილი აქვს სხვა ფერის, ტაქსის კორპუსი კი არის თეთრი ფერის. ვიცი, რომ ყოველდღიურად მათ ეგზავნებათ SMS-ები, რომ თუ არ მოწესრიგდება, დაჯარიმდებიან. განვმარტავ, რომ რეკლამისთვის არავინ დაჯარიმდება, მაგრამ რეკლამის განსათავსებელი ადგილი გაწერილია ჩვენ შემუშავებულ რეგულაციებში და ეს არ უნდა დაირღვეს“, – აღნიშნა კახი კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები