LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვანეთში პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

108
policepolcie

მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიში პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 აპრილს, ხაიშში სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების დროს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე ხაიშში დააკავა. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დაკავების მიზნით“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები