LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციის მიმართ კომბალს იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუ ხალხზე ხელს აღმართავს – ლევან ვასაძის თანამოაზრეთა ადვოკატი

173
ციცნცქლაძეეე

გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული პოლიცია შეიძლება გავიდეს კონსტიტუციის ფარგლებიდან და მან ცივილიზებული საზოგადოების მიმართ გამოიყენოს ძალა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სამმართველოსთან ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხი პირების ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუკი ქართველ ხალხზე ვინმე ხელს აღმართავს, არა მხოლოდ კომბალი უნდა გამოიყენონ, არამედ ნებისმიერი საშუალება.

ვასაძე: ბრძოლა გრძელდება, თუ ცემა-ტყეპას დაგვიწყებენ, თავს დავიცავთ [ვიდეო]

"თუ პოლიცია დაგვიყენებს კორდონს, ჩვენ მას გავარღვევთ"

„პოლიციის კორდონები გაირღვევა იმ შემთხვევაში, თუკი, პოლიცია ამგვარი უზნეობის, მამათმავლების, ლესბოსელების და წარმართების აქციის, პარადის და მსგავსი სახის აქციის ჩატარებას შეეცდება ჩვენს სამშობლოში, ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში. კომბალს ქართველი ხალხი იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ვინმე ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს და გაბედავს მის მიმართ ძალადობას. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ კომბალი უნდა გამოიყენოს, არამედ ნებისმიერი საშუალება. ქამრებს არ ვეთანხმებით, სიმბოლურად იყო გაჟღერებული. ასევე ბატონმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ არავითარი პატრულირება არ მოხდება, ვინაიდან შსს-დან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ლგბტ პრაიდის ჩატარებას არ გეგმავენ.

ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ლგბტ ადამიანები ჩვენზე ხელის აღმართვას გაბედავენ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული პოლიცია შეიძლება გავიდეს კონსტიტუციის ფარგლებიდან და მან ცივილიზებული საზოგადოების მიმართ გამოიყენოს ძალა. პოლიციის მიმართ კომბალს იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუკი პოლიცია ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს. ამის ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვცა, ქართველი ხალხი ვართ ჩვენ”, – განაცხადა ცინცქილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები