LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიცილი დაჭერით მემუქრება – ზაზა სარალიძე

aaa

ზაზა სარალიძე პოლიციას პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეების დაშინებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. მოკლული მოზარდის მამა ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის გამყოფილებაში მივიდა.

მისი განცხადებით, პოლიციელმა მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს განუცხადა, რომ 11 სექტემბერს კარვების გაშლის მცდელობასა და დაპირისპირებაზე ხულიგნობის მუხლით საქმის მოკვლევა მიმდინარეობს და უთხრა, რომ შესაძლოა, დააკავონ. მისი თქმით, გუშინ პარლამენტის შენობასთან სავარაუდოდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გიორგი გადელია იმყოფებოდა.

ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცველის მიზანია, აიძულოს რამდენიმეთვიანი პროტესტის მონაწილეები კარვები დაშალონ.

„აქციის ორი მონაწილე, მე, ჩემი ძმა, მალხაზ მაჩალიკაშვილი რომ ხულიგნობის ფაქტზე უნდა დავეკავებინეთ. რის საფუძველზე უნდა დავეკავებინეთ, 11 სექტემბრის შემდეგ დაწყებულია გამოძიება და 11 სექტემბრიდან იმდენი ფაქტი, დარღვევა მოხდა, იმდენი ძალადობის ფაქტი იყო ჩვენ მიმართ პოლიციის მხრიდან კარვების არგაშლასთან დაკავშირებით, იმდენი შეხლა-შემოხლა იყო, რომელ ფაქტთან დაკავშირებით არის ძიება დაწყებული, ამის გასარკვევად ვარ მოსული. პლუს ამას, პოლიციელმა რატომ აიღო თავის თავზე ინიციატივა და დაემუქრა აქციის მონაწილეებს, რომ ხულიგნობის ფაქტზე უნდა დაგიჭირონ. შემდეგ როგორც გავარკვიეთ, არის ვიღაც გიორგი გადელია, არ ვიცი, რა თანამდებობას იკავებს პოლიციაში. ხშირად ყოფილა იქ. ხშირად გამოუჩენია ინიციატივა ჩვენს დარბევაში,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები