ჰანტერ ტომპსონმა, რომელმაც ეპატაჟური ცხოვრებით გაითქვა სახელი, რომანის ,,შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში” შექმნის შემდეგ, კოლორადოს შტატის  ერთ-ერთი ქალაქის შერიფობა მოინდომა და წინა საარჩევნო პროგმაც შეიმუშავა, რომლის მთავარ პუნქტებს პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკების ლეგალიზაცია, ქუჩების სასეირნო ხეივნებად ქცევა და მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის აკრძალვა წარმოადგენდა, თუმცა ე.წ. გონზო-ჟურნალისტიკის ფუძემდებელი არჩევნებში სამარცხვინოდ დამარცხდა.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

გაიზარდე! დაკმაყოფილდი მცირეთი და მიიღე ის, რაც არის!

რა თქმა უნდა, ყველას ვერ ვურჩევ სექსს, ნარკოტიკებს და სიგიჟეს, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ სამივე ამართლებს.

მოკალი სხეული და თავი თავისით მოკვდება!

ვიცხოვრებ – ვნახავ და თუ გადავრჩი, იმას ვუმკურნალებ, რაც დარჩება!

ყველაზე რევოლუციური საქციელი, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში შეიძლება ჩაიდინო – ბედნიერების შენარჩუნებაა.

ცხოვრება – სიკვდილამდე მოგზაურობა უნდა იყოს, თუმცა არაა საჭირო ბოლო პუნქტამდე უვნებელი და კარგად შენახული მიხვიდე, უმჯობესია, დაიღალო, გამოფიტული მილასლასდე და ხმამაღლა თქვა: „აი, ეს იყო მოგზაურობა!“

შიში – კიდევ ერთი სიტყვაა იმის ასახსნელად, რაც არ ვერ გაიგე.

თავისუფლება მაშინ კვდება, როცა არავის აღარ სჭირდება.

თუ ახლა გადაწყვიტე ჭკუიდან შეშლა, მოელაპარაკე ვინმეს, რომ ფული გადაგიხადოს, რადგან მოხალისე გიჟები შენამდეც ბევრი იყო და შენს მერეც საკმარისი იქნება.

საზოგადოებაში, სადაც ყველა კრიმინალია, ერთადერთი დანაშაული – პატიმრობაა, მძარცველების სამყაროში კი, სადაც ყველა იპარავს, ერთადერთი მომაკვდინებელი ცოდვა – სიბრიყვეა.

მორალი დროებითია, მარადიული მხოლოდ სიბრძნეა.

ილოცე, მაგრამ თავი მაინც შორს დაიჭირე უფსკრულისკენ.

ის, ვინც მხეცი ხდება ადვილად თავისუფლდება მოვალეობისგან იყოს ადამიანი.

ახალი ამბების არარსებობა, ყველაზე კარგი ახალი ამბავია.

ბევრს სიგიჟემდე უნდა უზრუნველი, უდარდელი ცხოვრებით ცხოვრება, მაგრამ კარგად რომ დაფიქრდე, ასე ცხოვრება რთულია და ძალიან მოსაწყენია.

ილუზიებს, რომლებიც ცხოვრების გავლაში გვეხმარებიან, ყველაფრის მოთმენა, ატანა არ შეუძლიათ.

პოლიტიკა გარემოცვის კონტროლის ხელოვნებაა.

ვერასდროს მოგენატრება ის, რაც არასდროს ყოფილა შენი.

პოლიტიკაში არასდროს არსებობდა ღირსება და კეთილშობილება.