LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ, ღმერთმა დამიფაროს – ლევან ვასაძე

145
levan vasadze

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა.

„პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ, ღმერთმა დამიფაროს! ყველაფერი რომ დასრულდება, სახლში წავალ,“– განაცხადა ბიზნესმენმა ვერის პარკში, სადაც ის თავის მხარდამჭერებს შეხვდა.

მისი თქმით, ის უბრალო მოქალაქეა, რომელიც გარყვნილების წინააღმდეგ იბრძვის. მან ოჯახს მიმართა და ბოდიში მოუხადა იმის გამო, რაც ამ დღეებში ესმით.

„ნამდვილად არ მინდა თავი გავიბითურო, მოგაჩვენოთ თავი და ტყუილად ვილაპარაკო, არც მინდა, რომ ოჯახის წევრები ვანერვიულო, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არის,“ – განაცხადა ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძის აქტიურობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ლგბტქ პირების მიერ პრაიდის ჩატარება დაიგეგმა.

თბილისი პრაიდთან დაკავშირებით პირველად ხელისუფლებას სასულიერო პირებმა მიმართეს, რომ არ დაუშვან ღონისძიების ჩატარება.

ამის შემდეგ, ლგბტქ აქტივისტებმა გადაწყვეტილების გაპროტესტება კანცელარიასთან სცადეს, რასაც კონტრ-აქცია მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები