LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკაში ნამდვილი მოჭადრაკე იყო: ირაკლი კობახიძე ივანიშვილზე

63
კობახიძე და ივანიშვილი

„რამდენჯერმე ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ის იყო ნამდვილი მოჭადრაკე პოლიტიკაში. როდესაც ერთ სვლას აკეთებდა, 7-8 სვლა, მინიმუმ, ჰქონდა გათვლილი, რაც საკმაოდ რთული რამაა,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის შესახებ თქვა.

მისი თქმით, როდესაც ასეთი ადამიანი ტოვებს პარტიას, ბუნებრივია, ეს გუნდს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.

„ამას დაემატა ის, რომ ყრილობიდან, დაახლოებით, ერთი თვე იყო გასული, როდესაც გუნდს მოუწიათ ისეთ რთულ პროცესებთან შეჭიდება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან იყო დაკავშირებული.

ეს იყო ძალიან რთული მომენტები, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ამ პირველი სირთულეების წარმატებით დაძლევა, რაც ისევ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, იმიტომ რომ მან სწორად დალაგებული გუნდი დატოვა.

ისეთი გუნდი, სადაც, საბოლოო ჯამში, ინტერესების სწორი გატარება უზრუნველყოფილია და ჩვენ მოვახერხეთ მაშინ ერთად დადგომა, იმის მიუხედავად, რომ იყო სერიოზული სირთულეები,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები