LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია მიკედლების რაიმე პრობლემა ჰქონდეს” – კალაძე მარგველაშვილზე

131
გიორგო მარგველაშვილი, კახი კალაძე, ლევან ყიფიანი

საქართველოს მე-4 პრეზიდენტის გადაწყვეტილებას – პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახი კალაძე და აღნიშნა, რომ მეტი ადამიანის ჩართულობა პოლიტიკაში მისთვის მისასალმებელია, ხოლო გიორგი მარგველაშვილს “პოლიტიკური პლასტელინი” უწოდა. ამის შესახებ  კალაძე დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი განმარტებით, გიორგი მარგველაშვილს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების პრობლემა არა აქვს.

„რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში, მივესალმები ამას. თუმცა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში და იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც მარგველაშვილის მხრიდან მოვისმინეთ, გეტყოდით ჩემს პოზიციას – პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების; მათ შორის სააკაშვილთანაც. მისი განცხადება მოვისმინეთ და დაველოდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კალაძემ.

“ქართულმა ოცნებამ წითელი ხაზები გადაკვეთა… ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას” – გიორგი მარგველაშვილი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები