LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში უსამართლო თამაშის კიდევ ერთი ცუდი ნიშანი…საშინელებაა” – ამერიკელი დიპლომატები “ქართულ ოცნებაზე”

142
daimoni

ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონი Facebook-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდის, ჯგუფის აღმოჩენას და მათ გაუქმებას გამოეხმაურა.

“პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში უსამართლო თამაშის კიდევ ერთი ცუდი ნიშანი,” – წერს უილსონი თავის Twitter-ის გვერდზე.

Facebook-მა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული 400-ზე მეტი გვერდი გააუქმა

გვერდები ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

“საშინელებაა, თუ სიმართლეა,” – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მრჩეველი თავდაცვის საკითხებში მაიკლ კარპენტერი Facebook-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ასობით გვერდის, ჯგუფის აღმოჩენას.

“როგორც ჩანს, Facebook–მა ანტიამერიკული და პრორუსული სოციალური მედიის შეტყობინებები საქართველოს მმართველ პარტიასთან ასოცირებულ კომპანიასთან დააკავშირა. იმედი მაქვს, რომ ეს მალე გაირკვევა,” – წერს კარპენტერი თავის Twitter-ის გვერდზე.

https://twitter.com/mikercarpenter/status/1208163017071976449?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1208163017071976449&ref_url=https%3A%2F%2Fwww.tabula.ge%2Fge%2Fstory%2F162078-sashinelebaa-tu-martalia-karpenteri-facebook-ze-ocnebastan-dakavshirebul-prorusul