LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური სპექტრი შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების თარგმანში დაიკარგა: ანა დოლიძე

93
ანა დოლიძე

„პოლიტიკური სპექტრი თარგმანში დაიკარგა. შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების ავთენტურ ტექსტს ყველამ უნდა ჩახედოს. ამ შემთხვევაში, თარგმნი არის არასწორი, რადგან ინგლისურენოვან ტექსტში მითითებულია, რომ ამნისტია განხორციელდება ყველა დარღვევაზე, ყველა მსჯავრდებაზე და არა ზოგადად დანაშაულზე, რომელიც ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის.

მაგალითად, გიორგი გახარიას შემთხვევაში, რომელიც 20 ივნისის ღამეს იყო შს მინისტრი და, სავარაუდოდ, დარბევის ბრძანების გამცემი,“ – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, სამწუხაროა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, “ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებას“ პრინციპით, ვიღაცებმა აზრთა სხვადასხვაობები აღმოაჩინეს.

როგორც დოლიძემ განაცხადა, მხოლოდ ეს კი არა, ბევრ სხვა პუნქტზე აზრთა სხვადასხვაობა იქნება, რაც მისივე სიტყვებით, პროცესს წელავს და ხალხის დროს ჭამს. ამიტომ, როგორც “ხალხისთვის” ლიდერმა თქვა, ყველამ უნდა ჩახედოს ავთენტურ, ინგლისურ ტექსტს.

“ამნისტიასთან დაკავშირებით, დღევანდელი თარგმნი არის არასწორი, რადგან ინგლისურენოვან ტექსტში მითითებულია, რომ ამნისტია განხორციელდება ყველა დარღვევაზე და ყველა მსჯავრდებაზე. იქ არ არის ნახსენები სიტყვა დანაშაული – პირდაპირ წერია სიტყვა მსჯავრდება, ანუ დანაშაული, რომელიც არის გასამართლებული.

შესაბამისად, დამნაშავეზე, რომელიც არ არის მსჯავრდებული, ინგლისურენოვანი ტექსტის მიხედვით, ეს ამნისტია ვერ განხორციელდება, რაც მთელ რიგ აქტებს გამორიცხავს.

„ქართულმა ოცნებამ“ არც იოცნებოს, რომ ეს ტექსტი გაავრცელოს მაგალითად, გიორგი გახარიაზე, რადგან მას, სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს დანაშაული.

20 ივნისის ღამეს იგი იყო შს მინისტრი და არაა გამორიცხული, მიტინგის დარბევის ბრძანების გამცემი. ამ მიმართულებით გამოძიებას ჯერ არ უმსჯელია, შესაბამისად, გახარია ამ ეტაპზე არის სავარაუდო ბრალდებული დანაშაულთან მიმართებაში, თუმცა არ არის მსჯავრდებული. ამიტომ იმედი მაქვს, ოპოზიცია  პირველად ინგლისურენოვან ტექსტზე დაყრდნობით ახლა მაინც იმსჯელებს,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები