LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებს ტურისტულადაც შეუშვებს

68
Krakowskie-Przedmiescie-Street-fot.-m.st-.-Warszawa

პოლონეთი საჰაერო გზით წასულ საქართველოს მოქალაქეებს ტურისტული მიზნითაც შეუშვებს. ინფორმაცია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა 7 მაისს განაახლა, დღეს კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.

“საჰაერო გზით შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს, ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს პოლონეთის რესპუბლიკაში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულადაც,” – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც უვიზო მიმოსვლა ითვალისწინებს. ასევე, აეროპორტში უნდა ჩაიტარონ კორონავირუსის სწრაფი ტესტი, ან პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ნებისმიერი ტექსტის პასუხი შეუძლიათ წარადგინონ პოლონეთის სანიტარულ ინსპექციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები