LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის ქალაქებიდან თბილისის მიმართულებით ფრენა გაიაფდა

137

პოლონეთის 10 ქალაქიდან თბილისის მიმართულებით ფრენა გაიაფდა – ავიაკომპანია Lot Polish Airlines-ი ფასდაკლების აქციას აცხადებს.

როგორც პოლონური ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში, ანუ LOT Travel LTD – Georgia -ში განმარტავენ, დაინტერესებულმა პირებმა ფასდაკლების ფარგლებში, ავიაბილეთები 21 ოქტომბრამდე უნდა შეიძინონ, ხოლო მოგზაურობა პირველი ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში დაგეგმონ.

აქციის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ავიაბილეთების შეძენა აღნიშნულ ფასებში (მოცემულია ორი გზის ფასები მოსაკრებლების ჩათვლით) :

  1. ვარშავა 430 ლარი;
  2. გდანსკი 520 ლარი;
  3. შჩეცინი 520 ლარი;
  4. პოზნანი 520 ლარი;
  5. ჟიელონა გურა 520 ლარი;
  6. ვროცლავი 520 ლარი
  7. კატოვიცე 520 ლარი;
  8. კრაკოვი 520 ლარი;
  9. ჟეშუვო 520 ლარი;
  10. ლუბლინი 520ლარი.

ცნობისთვის, Lot Polish Airlines-ი დაარსდა 1929 წლის 1 იანვარს. 2003 წლიდან Lot არის Star Alliance-ის წევრი. Lot დაფრინავს 92 მიმართულებით, აქედან 51 ქალაქი არის პირდაპირი რეისი ვარშავიდან. ვარშავა-თბილისის მიმართულებით კი ასრულებს რეგულარულ რეისებს 2010 წლის 16 სექტემბრიდან .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები