LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში, კრაკოვთან ახლოს ორი ქვევრი ჩარგეს

92
კ

პოლონეთში ღონისძიება „დამზადებულია ქვევრში“ გაიმართა, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ კრაკოვთან მდებარე ისტორიულ დასახლებაში „Srebrna Gora“, ერთ-ერთ მარანში ორი ქვევრი ჩარგეს; გაიმართა დოკუმენტური ფილმის – “დამზადებულია ქვევრში” ახალი ეპიზოდის პრემიერა; მოეწყო კლასიკური და ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ღვინოების დეგუსტაცია;

„დამზადებულია ქვევრში“ – ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ორგანიზებით გაიმართა და ის კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის შემდეგ ქართული ღვინის პირველი ოფიციალური წარდგენაა პოლონეთში.

შეგახსენებთ, პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 2 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო და ზრდა 33%-ს აღწევს.

მსგავსი მარკეტინგული ღონისძიებები მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, უარყოფითი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდინა. ღვინის ინდუსტრია დაზარალდა როგორც ექსპორტის, ისე ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები