პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა.

პოლონეთის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

სააგენტოს მიერ შეგროვებული მასალებით ირკვევა, რომ ეჭვმიტანილი შეკვეთილ დავალებებს ასრულებდა და რუსეთის საიდუმლო სამსახურებს პოლონეთის მოქალაქეებისა და სამხედრო პირების შესახებ, ინფორმაციას აწვდიდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეწვმიტანილის დაკავების პროცედურა ზუსტად და კოორდინირებულად ტარდებოდა, რამდენიმე ადგილას ჩატრადა სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები, დაიკითხა რამდენიმე მოწმეც.

უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღმოჩენილი დოკუმენტაცია აქამდე შეგროვებულ მტკიცებულებებს ავსებს.

დაკავებული ბრალდებას აღიარებს, მას სამთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები