LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა: რა გახდა დაპირისპირების მიზეზი

201
police polonia

პოლონეთში, ”ოსიუს” ბენზინგასამართ სადგურზე, 43 წლის ვანო სანებლიძე მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო pomorska.pl წერს.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პოლიციაში 11 შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სანებლიძე ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა, სადაც ხელმძღვანელ პირებთან შელაპარაკება მოუვიდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

ინციდენტის დროს საქართველოს მოქალაქე ძირს დაეცა. ამ დროს სავარაუდოდ, კისრის მიდამოში სასიკვდილო დაზიანება მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ერთი პირი დააკავა. თუმცა, აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, ეს იყო უბედური შემთხვევა თუ განზრახ მკვლელობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები