პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გაუჩინარებული 50 წლამდე მამაკაცია და ის 18 აპრილის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოდის.

დაკარგულის ახლობლების განცხადებით, საქართველოს მოქალაქე პაატა ჩიქობავა პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული და ქალაქ პოზნანში ცხოვრობდა.

მისი მეგობრები ამბობენ, რომ ჩიქობავას უთანხმოება და კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

დაკარგვის შესახებ მისმა ახლობლებმა უკვე განაცხადეს საკონსულოში. მამაკაცს ეძებს ადგილობრივი პოლიციაც.

დამატებით დეტალებზე ინფორმაციას “ფორტუნა” საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდება და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები