LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” 8 წლის გახდა

970
76900161-2999994013386943-5002140924076097536-o (2)

დღეს სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” დაბადების დღეა. პოპულარული სერიალი ეთერში 2011 წლის 26 ნოემბერს გავიდა. “ჩცდ”-ს გუნდი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც სერიალის მსახიობები ერთად უყურებენ პირველი სეზონის პირველ სერიას.

“დღეს ჩემი ცოლის დაქალების დაბადების დღეა!
ზუსტად 8 წლის წინ, ამ დღეს და ამ დროს ჩემი ცოლის დაქალების პირველი სეზონის პირველ სერიას ვუყურებდით – პირველად ეთერში გასვლამდე
დღეს 2019 წლის 26 ნოემბერია და ახლა მე-16 სეზონის 16 სერია მზადდება
Happy Birthday, ჩცდ!
და რა თქმა უნდა მადლობა თქვენ, რომ უკვე მე-8 წელია გვიყურებთ, ვის გარეშეც ეს ისტორია ვერ დაიწერებოდა”,- წერია სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები