LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოსტ-პანდემიური პრემიერა რუსთავის თეატრში

170
sheqsirmasknews

4 აგვისტოს, 22.00 სთ–ზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ,  ღია ცის ქვეშ თეატრის ეზოში,  გათვალისწინებული რეკომენდაციების დაცვით, უჩვეულო პრემიერას წარმოადგენს. ,,შექსპირბადე“, ასეთია სპექტაკლის სათაური, რომლის რეჟისორიც რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე გახლავთ.

როგორი იქნებოდა პანდემია შექსპირის ეპოქაში და შეხედავდა თუ არა მე–16 საუკუნის კლასიკოსი ავტორი მსოფლიო ტრაგედიას იუმორით არავინ იცის. რუსთავის თეატრისთვის კი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალება, სწორედ ტრაგედიის კომედიად გადაქცევა აღმოჩნდა. ,,მეფე ლირის“ , ,,ვენეციელი ვაჭრის“,  ,,ოტელოს“, ,,ჰამლეტისა“ და  ,,მაკბეტის“ პერსონაჟებს ახლა ერთმანეთის გარდა ორიგინალ ტექსტთან დისტანციაც მოუწევთ. თითოეული პიესა ამჯერად ოპუსად იქცევა, რომლის ტექსტებზეც ედუარდ უგულავამ იმუშავა. ,,შექსპიროლოგებს“ მათთვის კარგად ნაცნობი ტექსტები შეცვლილი დახვდებათ, თუმცა შინაარსი ორიგინალთან მიახლოვებული. სპექტაკლში გამოყენებულია ენდრიუს პუსკუნიდის მუსიკა, კოსტუმებზე კი მხატვარმა ბარბარე ასლამაზიშვილმა იმუშავა. ,,შექსპირბადის“ სამსახიობო დასი კი ასეთია:

ზვიად დოლიძე

ნათია არბოლიშვილი

ზურა ფიროსმანიშვილი

მერი ფხოველიშვილი

ნათია მელაძე

ნიკო მოსიაშვილი

ანა შარვაძე

იოსებ ელიზბარაშვილი

ზურა ფიროსმანაშვილი

ნათია მელაძე

რევაზ კოღოშვილი

სოფიკო ჩხიტუნიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები