LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოსტ-პანდემიური ტურიზმი – „აიცერი და იმოგზაურე ბავშვების გარეშე“

218
106853732-1615789669067-gettyimages-908542326-20140504-slovenia-mat-6586

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით მსოფლიოში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იცრება და ქვეყნებიც ნელ-ნელა უხსნიან საზღვრებს ერთმანეთს. ვაქცინაცია სხვა სფეროებთან ერთად მხსნელად მოევლინება ტურიზმსაც, რომელიც პანდემიის მიერ ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სფეროა.

მოგზაურობას მონატრებულ ადამიანებს მხოლოდ ვაქცინაცია სჭირდებათ, შემდეგ კი თავისუფლად შეეძლებათ დაგეგმონ ტური სასურველი მიმართულებით და ჩემოდნებიც ჩაალაგონ. მოგზაურობა ისევ გახდება ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი, თუმცა მხოლოდ მათთვის, ვისაც ბავშვები არ ჰყავს. ჯერჯერობით ბავშვიან ოჯახებს მოგზაურობა მათ გარეშე მოუწევთ, ან მხოლოდ იმ რამდენიმე ქვეყანაში შეეძლებათ წასვლა, სადაც აუცრელი ბავშვების მიერ საზღვრის გადაკვეთა ჯერ კიდევ ნებადართულია. ასეთი ქვეყანაა მაგალითად სლოვენია, რომლის ტერიტორიაზე შესვლაც ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად 13 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანას ტურისტების მიმართ სხვადასხვა მოთხოვნები აქვს. მაგალითად საქართველოში შესაძლებელი იქნება ტურისტების მიღება მხოლოდ გარკვეული ქვეყნებიდან და მხოლოდ საჰაერო გზით. ესტონეთში, საბერძნეთსა და ტაილანდში ვაქცინირებული ტურისტებისათვის საზღვრის კვეთასა და ქვეყანაში გადაადგილებაზე ყველა შეზღუდვა უკვე მოხსნილია, სლოვენია კი თავის საზღვრებს სრულიად გახსნის მხოლოდ იმ ტურისტებისათვის, რომლებიც ამერიკული ან ევროპული ვაქცინებით არიან აცრილი.

რატომ არის ვაქცინები ბავშვებისთვის მიუწვდომელი?

ამის მიზეზი ცხადზე ცხადია – ბავშვები კორონავირუსის რისკ-ჯგუფს არ წარმოადგენენ, ამიტომ მათზე ჯერჯერობით არცერთი ვაქცინის გამოცდა არ მომხდარა. ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება 16 წლიდან არის ნებადართული, „ასტრაზენეკას“, „მოდერნას“ და „ჯონსონი & ჯონსონის“ ვაქცინების კი 18 წლიდან.

ნებისმიერი წამლის და ვაქცინის ბავშვებში გამოყენებას წინ საკმაოდ რთული და ხანგრძლივი გამოსაცდელი პერიოდი უძღვის და კვლევები ამ მიმართულებით ჯერაც გრძელდება.

ამ ეტაპზე „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინების გამოყენებაზე იტესტებიან 12 წლის ასაკის ბავშვები, ხოლო „ასტრაზენეკა“  სატესტო აცრების გაკეთებას 6 წლის ბავშვებში გეგმავს. მალევე მსგავს ტესტებს გეგმავენ „ნოვავაქსი“ და „ჯონსონი & ჯონსონი“. კომპანიების წარმომადგენელი ოფიციალური პირების თქმით, შედეგები დამაიმედებელია, საბოლო პასუხები კი ზაფხულში გახდება ცნობილი.