LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოსტკოვიდური დაავადება არსებულ სუსტ წერტილებს აზიანებს, ჯანდაცვის მომავალი ბიუჯეტისთვის ამაზე ზრუნვა პრიორიტეტი უნდა გახდეს: სერგეენკო

143
დავით სერგეენკო

“პოსტკოვიდური დაავადება ისედაც, იქამდე არსებულ სუსტ წერტილებს აზიანებს. ამაზე ზრუნვაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ მას შემდეგ განაცხადა, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  სტრატეგია წარადგინა.

სერგეენკო პოსტკოვიდს ჯერ კიდევ შეუცნობელი ფენომენს უწოდებს და ამბობს, რომ ეს საკითხი ჯანდაცვის მომავალი ბიუჯეტისთვის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობასთან ერთად უნდა განიხილებოდეს:

“იმ ძირითად სტრატეგიას, თუ როგორ უნდა ებრძოლო არაგადამდებ დაავადებებს, დაემატა ერთი და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელი ფენომენი, რომელიც არის პოსტკოვიდი. პოსტკოვიდური დაავადება აზიანებს ისედაც, იქამდე არსებულ სუსტ წერტილებს. ამაზე ზრუნვაც უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვის მომავალი ბიუჯეტისთვის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობასთან ერთად.” – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, არაგადამდებ დაავადებებთან გამკლავებასთან დაკავშირებით, სტრატეგია წარადგინა.

როგორც გამყრელიძემ თქვა, პანდემიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის ყურადღების დათმობა.