LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაქტიკულად ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს გავუსწორდით და დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება: თენგიზ ცერცვაძე

135
tengiz-cercvadze

შეზღუდვების შემოღება-არშემოღება ახალი შემთხვევების რიცხვით იმდენად არ უნდა განისაზღვროს, რამდენადაც იმით, ჯანდაცვის სექტორი რამდენად იქნება მზად, გაუძლოს გაზრდილ დატვირთვებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, კორონავირუსის წინა ტალღებისგან განსხვავებით, ამჟამად სახელმწიფო და ჰოსპიტალური სექტორი გაცილებით უკეთ მართავს ეპიდსიტუაციას.

“ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საყურადღებოა, მაგრამ ჯერ არ არის საგანგაშო. იმის თქმის უფლებას, რომ საგანგაშო არ არის, გვაძლევს მხოლოდ ერთი ფაქტი, ჯერჯერობით, კლინიკური სექტორი უძლებს ამ დიდ გამოწვევას, რომლის წინაშეც არის. ძალიან სერიოზული დატვირთვაა და ჯერ პაციენტების კლინიკურ მომსახურებაში არ შექმნილა არანაირი პრობლემა და კრიზისი ისეთი, რომელიც გვაფიქრებინებდა იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი ვეღარ მართავს სიტუაციას.

მიუხედავად პაციენტების ასეთი დიდი რაოდენობისა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ციფრია, რომელსაც ყურადღება არ ექცევა, ეს არის აქტიური კოვიდ ავადმყოფების რიცხვი. ესენი არიან კოვიდ ავადმყოფები, რომელსაც დიაგნოზი დაუდგინათ და ჯერ განკურნებულები არ არიან, ასეთი არის 31 500 დღეისთვის.

პრაქტიკულად, მაქსიმალური რიცხვი, რაც საქართველოს როდესმე ჰქონია. ნოემბერ-დეკემბერში იყო 32 ათასი. ანუ, პრაქტიკულად ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს გავუსწორდით და დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება”,-განაცხადა ცერცვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები