LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ჩვენ გვაქვს რესურსი გამოვყოთ უსაფრთხო ტურისტული ზონები

130
43425685-1881118011938172-6269414017383530496-o

საქართველოს აქვს რესურსი გამოყოს კორონავირუსისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები, ეს შეძლება იყოს: წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი და ა.შ. საკითხზე პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

გიორგი გახარიამ ის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ტურისტების მოსაზიდად გააჩნია. მისივე თქმით, საქართველომ ინფექციის მართვის პერიოდში, სასტუმროებში მოქალაქეების უსაფრთხო მომსახურეობის თვალსაზრისით გამოცდილება დააგროვა.

1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად ვიქნებით – გიორგი გახარია

„ეს იყო ჩვეულებრივი მომსახურეობა ყველა სერვისით და ეს არის ის დაგროვილი გამოცდილება, რომელსაც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია ახლა ადგენს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს რესურსი გამოვყოთ უსაფრთხო ტურისტული ზონები, ეს შეიძლება იყოს: წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი… განსაკუთრებით ის კურორტები, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირებდნენ, როგორც სასუნთქი გზების სამკურნალო ზონები“, – განმარტა პრემიერმა.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება

შეგახსენებთ, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები