LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი და 12 მინისტრი: ვის ჰყავს ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

2017
Untitled design - 2022-01-12T174626.817

საქართველოს 12 მინისტრი ჰყავს. მოქალაქეები ხშირად ინტერესდებიან, რა ქონებას ფლობენ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები.

გართულებული სატრანსპორტო მოძრაობის გამო ტრანსპორტის გაუმართაობის გამო შეწუხებულები სოციალურ ქსელში წერენ ხოლმე, რომ მინისტრებმა ზუსტად რომ იცოდნენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს რამდენი პრობლემაა, აუცილებლად იზრუნებდნენ მათ მოგვარებაზე.

მართალია, საარჩევნო პერიოდში უმეტესობა მათგანი გვპირდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მათთვისაც ყოველდღიურობა გახდება, მაგრამ ხშირად ეს დაპირება დაპირებადვე რჩება ხოლმე.

საინტერესოა, რა ავტომობილებით გადაადგილდებიან ქვეყნის პირველი პირები, ამის გასარკვევად მათ დეკლარაციას გადავხედეთ.

 

ვიცე-პრემიერი, საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი ( დეკლარაცია შევსებულია 23. 02. 2021 წელს) მის მფლობელობაშია 2020 წელს გამოცემული სიტროენ C3, რომელიც მინისტრმა 52620 ლარად შეიძინა.

 

 

ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი  – (დეკლარაცია შევსებულია 03. 02. 2021) მსუბუქი ავტომობილი BMW Sedan 535 l, რომელიც 2020 წელს 10000 USD არის შეძენილი, მისი მეუღლის ნუგზარ კაკულიას სახელზეა.

 

 

ვიცე-პრემიერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი –  ლევან დავითაშვილი. დეკლარაციის მიხედვით, (რომელიც შევსებულია 05.02.2021) მითითებულია, რომ მის მეუღლეს თეა ფარქოსაძე ავტომობილის გაყიდვიდან შემოსავალი შემოსავალი, 17000 დოლარი ჰქონდა. მათ საკუთრებაში მსუბუქი ავტომობილი მითითებული არაა. 

ფინანსთა მინისტრი  ლაშა ხუციშვილი (დეკლარაცია შევსებულია  26.03.2021) – მისი მეუღლის, რუსუდან ჯავახიშვილის სახელზეა Jeep Compass, 2006, რომელიც 2014 წელს არის შეძენილი, შეძენის ფორმა არის გაცვლა და გაცვლის შედეგად გადახდილია 4000 GEL.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი  ირაკლი ქარსელაძე (დეკლარაცია შევსებულია 31.05.2021) – მისი მეუღლის მედეა ლეჟავას სახელზეა TOYOTA CAMRY 2018 წელს გამოცემული. მანქანა შეძენილია 10400 USD.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე  – დეკლარაცია შევსებულია 02.02.2021, (ამ დროს ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა) . დეკლარაციის მიხედვით არც მის და არც მისი მეუღლის სახელზე ავტომობილი არ ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა მინისტრი  ვახტანგ გომელაური (დეკლარაცია შევსებულია 23.06.2021). მის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არაა, რომ ავტომობილი ჰყავს.

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე  (დეკლარაცია შევსებულია 02.06.2021) მისი მეუღლის  ნინო მხეიძის სახელზეა ჰიუნდაი ტუკსონი (არ ფიქსირდება rs.ge-ზე გაურკვეველი მიზეზის გამო). ავტომობილი 2016 წელს 25000 GEL ლარადაა შეძენილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მეუღლის, დავით ვეშაპიძის სახელზე დეკლარაციაში მითითებულია 2011 წელს 43000 USD ნაყიდი Mercedes Benz ML class 2011.

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის  (დეკლარაცია შევსებულია 28.01.2021 წელს)  სახელზე ავტომობილი არ ფიქსირდება. ავტომობილი არ ფიქსირდება არც მისი მეუღლის სახელზე.

ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრის რანგში ჯერ დეკლარაცია ჯერ არ აქვს შევსებული. დეკლარაცია, რომელიც 21.04.2021 წელსაა შევსებული, ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მის შვილს, მარიამ აზარაშვილს ჰყავს მანქანა ტოიოტა პრადო, რომელიც 2019 წელს 54000 GEL არის შეძენილი.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს  დეკლარაცია შევსებული აქვს  02.02.2021. დეკლარაციის მიხედვით თეა ახვლედიანს მანქანა არ ჰყავს.

 

პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე ფიქსირდება ავტომობილი, აუდი A8, 2019 წელს გამოშვებული. პრემიერმა ის  75 620 EUR შეიძინა.

მისი მეუღლე ნუნუ თამაზაშვილის სახელზე ფიქსირდება  RANGE ROVER VELAR ფირმის ავტომობილი, რომელიც  2018 წელს არის შეძენილი 46000 EUR.

 

 

პოპულალურები