LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ევროპაში ძალიან რთული ვითარება გვაქვს, საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები

62
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპასა და უკრაინაში არსებული რთული ვითარების ფონზე, საქართველომ მოახერხა არა მხოლოდ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, არამედ უზრუნველყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

ღარიბაშვილი: შეიძლება ბევრი კითხულობდეს რა მოიტანა უპრეცედენტო ეკონომიკურმა ზრდამ – ბიუჯეტში გაჩნდა მეტი შემოსავალი , 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება

ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ევროპაში არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება:

„მე ვფიქრობ, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს საშინელი, დამანგრეველი ომი უკრაინაში – რუსეთის აგრესია და ომი არ წყდება. ამას ემატება ენერგოკრიზისი, ინფლაცია, ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში ინფლაცია 25 პროცენტს გადასცდა, ყველა ევროპული სახელმწიფო ეკონომიკური რეცესიას ელის.

გაეროს ფარგლებში, საუბარი მქონდა ძალიან ბევრ ევროპელ კოლეგასთან, მათი მოლოდინი ძალიან პესიმისტურია, ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება.

ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები, არ ვაჭარბებ, ეს ბევრი ევროპული სახელმწიფოს მთავრობების პირდაპირი საზრუნავია.

ევროპაში ძალიან რთული ვითარება გვაქვს. ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ ის, რომ არა თუ მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა, თითქმის 60 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა ბიზნესმა, 20 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ, დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები, ამ ყველაფერს მოფრთხილება სჭირდება, გვჭირდება კონსოლიდაცია, სიმშვიდე, ნაკლები ემოციები და სტაბილურობის შენარჩუნება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები