LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: გურულებს გამოარჩევს სიბრძნე და მახვილგონიერება, ვინ თუ არა თქვენ, ძალიან კარგად იცით, განასხვავოთ სიკეთე ბოროტებისგან

36
Capture

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობაში მთავრობა 7 მილიარდის, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას გეგმავს.

ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში კი 32 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება.

„მე უნდა ვისაუბრო ჩვენს გრძელვადიან გეგმებზე და მომავალზე. სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ 2 მილიარდამდე ინვესტიცია ჩავდეთ ბიზნესთან ერთად, შედეგად, ძლიან ბევრი საწარმო დაფინანსდა საქართველოში, ყველა რეგიონის მიმართულებით.

მე ვიცი, რომ გურიაში ძალიან ბევრი პრობლემაა ჯერ კიდევ. ლანჩხუთზე რომ ვილაპარაკოთ, ვიცი, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსახლეობისთვის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირეა. სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ მთავარი აქცენტი. სოფლის მეურნეობაში მთავრობა 7 მილიარდის ინვესტიციას გეგმავს. თითოეული რეგიონის მიხედვით დამუშავებული გვავს გეგმები და სწორად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და რომელი კულტურების გაშენება უნდა წავახალისოთ. ლანჩხუთში ვიცი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან პოპულარულია ლურჯი მოცვის წარმოება და მოყვანა.

მთავრობა ამ მიზნით საკმაოდ საინტერესო პროგრამას სთავაზობს მოსახლეობას. შედეგად, 300 ჰექტარზე მეტ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებას შევუწყეთ ხელი. აქტიურად მიმდინარეობს ჩაის პლანტაციების აღდგენა, მაგრამ ეს ყვლაფერი უნდა დაჩქარდეს და მასშტაბები უნდა გაიზარდოს ყველა მიმართულებით.

ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას, აქედან 1 მილიარდი იქნება მთავრობის შენატანი და 1300-ზე მეტი ადგილობრივი წარმოების დაფინანსებას გეგმავს მთავრობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, გზებს და ზოგადად, ჩვენი რეგიონების კეთილმოწყობას, ძალიან ბევრი გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, იქნება ეს გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობა, გაზიფიცირება თუ სხვა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ 32 მილიარდი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ ყველა რეგიონის თანაბრად, ძლიერად განვითარებაში. შედეგად, წლების განმავლობაში მთლიანად შევცვლით მთელი ქვეყნის სურათს და ასე ვთქვათ, ლანდშაფტს.

ჩვენ გვჭირდება განვითარების გრძელვადიანი ხედვა, მაგრამ ეს უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული, თითოეული ნაბიჯი და გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთდ უნდა მივიღოთ, თქვენთან კონსულტაციით და თვენი უშუალო ჩართულობით.

ჩვენ, თითოეულმა სამინისტრომ შევიმუშავეთ გრძელვადიანი ხედვა, ვიცით, რომელ წელს რას ვაკეთებთ და რა ნაბიჯებს ვდგამთ, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დავამარცხოთ სიღარიბე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ერთ დღეში შეუძლებელია, მაგრამ ყოველი დღე უნდა გვაახლოებდეს ჩვენ საერთო დიდ მიზანს, რომ ფეხზე დავაყენოთ სოფელი, რეგიონი და ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი.

რაც შეეხება არჩევნებს, მე ვიცი, რომ ლანჩხუთი გააკეთებს სწორ არჩევანს, გურულებს გამოარჩევს სიბრძნე და მახვილგონიერება. ვინ, თუ არა თქვენ, ძალიან კარგად იცით, განასხვავოთ სიკეთე ბოროტებისგან. მე ვიცი, რომ ლანჩხუთი და გურია მხარს დაუჭერს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას.

რაც შეეხება ჩვენს კანდიდატს, ბატონი ალექსანდრე სარიშვილი წარმატებით და გულით ემსახურება მშობლიურ ლანჩხუთს და ლანჩხუთელებს. ყველა მერი უნდა იყოს ხალხის სამსახურში, უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ჩვენ ვართ ხალხის მსახურნი, შესაბამისად, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ვაჩვენოთ თავდადების მაგალითი. მხოლოდ ასე, სიყვარულით, ერთგულებით იქნება შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის ფეხზე დადგომა. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები