LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო

194
BeFunky-collage (4)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ამერიკული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.

ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრთან ერთად სოლიდარობის კონცერტზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

2008 წელს სხვანაირი მხარდაჭერა და რუსეთის უფრო კარგად დანახვა რომ ყოფილიყო, შეიძლება დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება: პრეზიდენტი

საქართველოში ამერიკის პრეზიდენტი იყო და მე მგონი, დროა, ეს გავიმეოროთ: სალომე ზურაბიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები