LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის

49
ღარიბაშვილი და იაპონელები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტ აკიჰიკო ტანაკასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის.

ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოში განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტ აკიჰიკო ტანაკასთან არსებული პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა.

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოში განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი. საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის.“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის საერთაშორისო­ თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტს, აკიჰიკო ტანაკას შეხვდა.

მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის პარტნიორული ურთიერთობის მაღალი დონე აღინიშნა და სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ თანამშრომლობას ხაზი გაესვა. ამასთან, არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები