LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: შატილში ახალი სკოლა აშენდება

113
912babbcca4ec89f25aa4e7e36017c7d-XL

გიორგი გახარიას განკარგულებით, შატილში დამწვარი სკოლის ნაცვლად, ახალი სკოლა აშენდება. როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

“სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.

სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ”- ამბობს გიორგი გახარია.

შატილში საჯარო სკოლა იწვის (ვიდეო)

ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

შეგახსენებთ, შატილში ერთადერთი სკოლა, რომელშიც 8 მოსწავლე სწავლობდა, დღეს დაიწვა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები