LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი – ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს დასტურია, რომ ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები კაცობრიობისთვის უმთავრესი ღირებულებაა

76
1

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

მისალოც ტექსტში, რომელიც საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება, პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა პატივს სცემს ევროპულ ფასეულობებს, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა კონსტიტუციით არის გარანტირებული:

“ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, სრულიად საქართველოს საზოგადოებას ვულოცავ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს! გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას.

16 ნოემბერს, საქართველო, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად, აღნიშნავს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, რაც კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები კაცობრიობისთვის უმთავრესი ღირებულებაა.

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცის მყარი საფუძველია.

ურთიერთპატივისცემა და შემწყნარებლობა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რამაც ჩვენი ქვეყნის მრავალკულტურული, მრავლეთნიკური და მრავალკონფესიური მოსახლეობისთვის საქართველო სამშობლო გახადა და ამავდროულად უზრუნველყო მათი იდენტობის შენარჩუნება.

საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა პატივს სცემს და იზიარებს ერთიან ევროპულ ფასეულობებს, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა გარანტირებულია კონსტიტუციით. ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ თითოეული მოქალაქის ღირსებას და თავისუფლებას.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები