LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის ანგარიში: „ვიყავით ყველგან… შემიძლია, სურვილი მქონდეს, რომ თითოეულ ოჯახს მივცე 10 000 ლარი“

105
246440484

პარლამენტში დღეს საქართველოს პრემიერს უსმენენ. გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ  შეგვიძლია ვთქვათ, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს.

პრემიერის თქმით, ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ შეზღუდვები ვინმემ არამიზნობრივად გამოიყენა.

„ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ის მოხსნები, რომელიც შეგვეძლო, დღეს უკვე გავაკეთეთ. ვერავინ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს, რომ მთავრობამ ან ხელისუფლებამ რაიმე სახის, არამიზნობრივად, ვგულისხმობ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის გარდა, ეს შეზღუდვები გამოიყენა. ეს ყველაფერი გამიზნულად იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე, ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და შემდგომ უკვე ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ეკონომიკური განვითარება და მათი სოციალური მდგომარეობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა განმარტა, როგორ შეიძლება ეკონომიკა გადავარჩინოთ.

„საქართველო არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ღარიბი ნაწილი, ეკონომიკურად საკმაოდ სუსტი და შეუძლებელი იყო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს ზეგავლენა არ მოეხდინა ჩვენს ეკონომიკაზე, 3 მლრდ ლარი არის საჭირო ქვეყნისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად და სოციალური მხარდაჭერის იმ გეგმებისთვის, რომლებიც ჩვენ გამოვაცხადეთ. რეალურად, ეს წარმოადგენს ოთხი მლრდ 200 მლნ ლარს. ეს იყო ის საწყისი ეტაპი, რომლითაც ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები დავიწყეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველო იყო და ფაქტს ვსაუბრობ პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში დაასრულა მოლაპარაკებები და შეათანხმა სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა“.

მთავრობის მეთაურმა, გაწეული სამსახურისთვის  მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, ქართველ სამხედროებსა და მთავრობის ადმინისტრაციის რიგით თანამშრომლებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ღონისძიებებისთვის, რომელიც მან მიიღო და მოუწია პანდემიასთან ბრძოლაში ჩართვის თვალსაზრისით. ამაში ჩართული იყო 10 000 ქართველი პოლიციელი და ისინი ამაგრებდნენ 130-ზე მეტ ბლოკპოსტს. არაფერს ვამბობ კომენდანტის საათისა და სხვადასხვა სახის მათთვის არასპეციფიკური ფუნქციების შესრულების თვალსაზრისით. ეს ხალხი იყო ბრძოლის წინა ხაზზე, ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და მათ ეკუთვნით უაღრესი მადლობა“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის დონაციას მთავრობა გამოიყენებს მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად დასჭირდება.

„ბიზნესომბუდსმენის აპარატმა შექმნა მხარდაჭერის ფონდი, რომელშიც ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ფინანსური დახმარების თვალსაზრისით ათასობით ქართულმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი. ეს არის ფონდი, რომელშიც დღეს მობილიზებულია 132 მილიონი ლარი. ეს არის ის ფინანსური რესურსი, რომელიც უაღრესად მწვავე, საჭირო დროს იქნება გამოყენებული. რა თქმა უნდა, აქ მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ დამსახურება, ჩვენ ამ დონაციას გამოვიყენებთ სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანას ეს ყველაზე უფრო დასჭირდება. ამ დონაციას აქვს ფინანსური დაზღვევის ყველაზე დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აბსოლუტურად გააზრებულად იყო გაკეთებული, რომ ჩვენ მოქალაქეთა დახმარება ვადაში გავჭიმეთ ექვსი თვით. მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ეს არის მინიმუმი, რათა ელემენტარული მდგრადობა იყოს მათ ყოველდღიურ გასავლებში, – განაცხადა  გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„ეს არ იყო რაღაც უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, რომ ამდენს მოგცემთ, 1000 ლარი ოჯახს, 5000 ლარი პეტრეს და მერე კიდევ პავლეს რაღაცები. გაითვალისწინეთ ერთი რამ, ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა: საქართველო ვერც ერთ დამატებით ხარჯს, დამატებით დახმარებას ვერ გასწევს, თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სავალუტო ფონდთან არ იქნა შეთანხმებული. ასე მეც შემიძლია, გამოვიდე და სურვილი მქონდეს, რომ თითოეულ ოჯახს მივცე 10 000 ლარი. მესმის, რომ ყველას ეს სჭირდება, მაგრამ ამას აქვს თავისი დასაბუთება, თავისი ეკონომიკური დასაბუთება. შესაბამისად, ჩვენი კონკრეტული, გრძელვადიანი ღონისძიებები დავაანონსეთ მას შემდგომ, რაც ეს ყველაფერი გვქონდა დათვლილი, გააზრებული უკვე ვიცოდით გეგმით, სად მივდიოდით და შესაბამისად შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო დონორებთან. სწორედ ამის შემდგომ გამოცხადდა ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს ოფიციალური სამსახური და ოფიციალური შემოსავალი 1200 ლარის დახმარება ექვსი თვის განმავლობაში. მინდა, გითხრათ, რომ საქართველოს ბიუჯეტში მსგავსი მუხლით ამ ადამიანებისთვის არის დარეზერვებული 450 მილიონი ლარი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობა და შემდგომ ყველა ნაბიჯი იყო აუცილებლობა, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა, გვეთქვა, ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება აეყვანა კონტროლის ქვეშ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მოქმედებდა საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციების მიერ შექმნილ და დასაბუთებულ მოდელებზე დაყრდნობით.

„ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულია 12 720 ადამიანი და საქართველოს 21 198 მოქალაქეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთავრობამ ადგილზე გაუწია დახმარება.

შეგახსენებთ, საქართველოში 21 მარტიდან 23 მაისამდე საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები