LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა

263
Untitled design (2)

დაზვერვის სამსახურს შალვა ლომიძე უხელმძღვანელებს.

ლომიძე თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა დანიშნა და მასთან დღეს სამუშაო შეხვედრაც გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და შალვა ლომიძემ შეხვედრაზე რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

ადმინისტრაციის ცნობით, შალვა ლომიძე დღემდე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო;

2014-2020 წლებში დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა;

სხვადასხვა პერიოდში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი;

მუშაობდა უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ასევე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონტრდაზვერვის მიმართულებით.