LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა ძებნილი მიშა დაიჭირა და ზელენსკისაც კარგად გააგებინა, რომ შიდა საქმეებში უკრაინის მოქალაქეებს არაფერი ესაქმებათ: ზურაბ ქადაგიძე

856
ზურაბ ქადაგიძე

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ირაკლი ღარიბაშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის საუბარს გამოეხმაურა.

ქადაგიძის განცხადებით, პრემიერმა ძებნილი სააკაშვილი დაიჭირა და ზელენსკისაც კარგად გააგებინა, რომ შიდა საქმეებში უკრაინის მოქალაქეებს არაფერი ესაქმებათ.

ანალიტიკოსის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი საქმეზე გადაერთო.

“1. ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა ზელენსკის, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია

2. ზელენსკიმ ითხოვა, რომ უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც უარი მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა მას განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ.

3. პრემიერმა ზელენსკის შეახსენა, რომ ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებისთვის.

ფაქტია, რომ არც კი განიხილება სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხი და როგორც ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა სააკაშვილი მის კუთვნილ სასჯელს ქართულ ციხეში ბოლომდე მოიხდის.

რომ შევაჯამოთ:
ძებნილი მიშა დაიჭირა, ზელენსკისაც კარგად გააგებინა რომ შიდა საქმეებში უკრაინის მოქალაქეებს არაფერი ესაქმებათ და საქმეზე გადაერთო. დღეს ორი ნიუსი ვნახე სადაც პრემიერი წამლების ფასების დარეგულირებაზე და ახალი ტურისტული ლოკაციების საკითხზე შეხვედრებს მართავდა“, – წერს ანალიტიკოსი Facebook-ზე.

პოპულალურები