LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერს ბევრი აქვს სათქმელი იმ წარმატების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის გზაზე: მიხეილ სარჯველაძე

53
მიხეილ სარჯველაძე

ჩემი აზრით, ამ წუთას ღარიბაშვილს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი წარმატებების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ასევე, იმ გეგმის შესახებ, რომლითაც გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ ჩვენ რეალურად გვაქვს ყველა რესურსი საიმისოდ, რომ პირველი: მოვიპოვოთ წევრობის კანდიდატის სტატუსი და შემდეგ – რეალურად ვიქცეთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, მთავრობის 4 წევრს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები