ჩვენი ძირითადი მიზანია ლარის კურსთან გამკლავებაში ეკონომიკის ზრდის სტიმულირება, რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი შესაბამის საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლარის კურსთან მიმართებაში დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ლარის კურსი, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ სტაბილურად და პოზიტიურად მოძრაობდა.

„რა თქმა უნდა, ეს არის ბოლო გამოწვევაზე, პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაქცია. ეს არის რეაქცია, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად, წყნარად, მშვიდად უნდა გადავიტანოთ. ამისათვის ჩვენ დღეს საუბარი გვექნება ეროვნულ ბანკთან და საფინანსო სექტორთანაც და იმ ღონისძიებებთან ერთად, რომელიც ახლა ჩვენ ჩამოვთვალეთ. ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ლარის კურსთან გამკლავებაში ეკონომიკის ზრდის სტიმულირება, რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05