LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: აუცილებელია დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა

179
243850490

აუცილებელია დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ დაპირისპირება სახელმწიფოს აყენებს ზიანს.

„ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა, გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი.

მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ სახელმწიფოს და აძლიერებს მხოლოდ მტერს. მაშინ როდესაც მეზობელ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ყველას მოგვეთხოვება ძალიან დიდი სიფრთხილე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები