LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი გვირჩევს კორონავირუსს შევხვდეთ მშვიდად

132
1582807435-სალომე11-1024x656

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრისგან პირადად მოისმინა პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია და შესაძლო პროცედურული საკითხი, რაც კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება. სალომე ზურაბიშვილმა და ეკატერინე ტიკარაძემ განიხილეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და ისაუბრეს მთავრობის გეგმის ეფექტურ მხარეებზე. შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ არა საგანგაშო. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანა დაცულია და იზოლაციის საჭიროება არ არსებობს.

იტალიასთან ფრენები არ შეწყდება

„დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მიღებულია. საკოორდინაციო საბჭო სრულყოფილად მუშაობს და ჩვენი მოქალაქეები დაცული არიან. საჭიროა, ყველამ დაიცვას ჰიგიენის რეკომენდებული ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. ქვეყანა დაცულია: საჰაერო მიმოსვლები შეზღუდულია იმ ქვეყნებთან, სადაც საჭიროა; ის საზღვრებია ჩაკეტილი, რომელიც საჭიროა. ჩვენ სრულ იზოლაციაში არ მოვაქცევთ საკუთარ თავს – ამის საჭიროება არ არსებობს. არც იმის საჭიროება არსებობს, რომ უცებ სასურსათო მაღაზიებში შეიქმნას საგანგაშო მდგომარეობა. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები, მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას და ვიცოდეთ, რომ ბევრია ჩვენზე დამოკიდებული, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს“, – განმარტავს საქართველოს პრეზიდენტი.

საზღვრის კონტროლი მკაცრდება – შსს განცხადებას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები