LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ისრაელშია – სალომე ზურაბიშვილი ინოვაციების ცენტრს ესტუმრა (ფოტოები)

250
სალო 11

საქართველოს პრეზიდენტი ისრაელშია. სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია “სიონის მეგობრები”, რომელიც 70 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურს, ქართველი ხალხის მხრიდან ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი მეგობრობისა და თანადგომისათვის “სიონის მეგობართა ორგანიზაციის” უმაღლეს ჯილდოს გადასცემს.

ორგანიზაციის ჯილდოები, რომლის პირველი თავმჯდომარე ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი იყო, მიღებული აქვთ აშშ-ს პრეზიდენტებს ჯორჯ ბუშს, დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს.

“მე ხალხს ვუყვარვარ: სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა ყველგან ვივლი, სალობიეშიც ვივლი” – სალომე ზურაბიშვილი

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას პირადად სალომე ზურაბიშვილი თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

“ისრაელში ვიზიტი შიმონ პერესის სახელობის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრიდან დაიწყო. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა, ისრაელის გამოცდილების გაზიარება და დანერგვა.” – ნათქვამია პრეზიდენტის “ფეისბუქ” პოსტში.

ისრაელში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება. 28 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები