LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრეზიდენტი რომ ვიყო აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას” – თეა წულუკიანი

480
hhhhh

“მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ ვიყო აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას” – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვას შეწყალების საქმეზე.

ის პრეზიდენტის პროკურატურაში მისვლის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი, მიუხედავად თანამდებობისა, ვალდებულია პროკურატურაში კითხვებს პასუხი გასცეს.

“ყველას უნდა გვესმოდეს, მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. როცა გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია პასუხის გაცემა, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ კითხვებს გავცეთ პასუხი”, – განაცხადა წულუკიანმა.

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა – “შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია”

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, იყო თუ არა პროკურატურაში გამოკითხვაზე, უპასუხა: “არა, რატომ უნდა ვიყო”, ხოლო სხვა დამატებითი კითხვები უპასუხოდ დატოვა.

სალომე ზურაბიშვილმა 17 სექტემბერს, მარიამობას, მკვლელობაში ბრლდებული ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.

პრეზიდენტმა ასევე 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

ამასთანავე, პრეზიდენტმა ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული თამაზ დევიძე შეიწყალა, რომელსაც 12 წლიანი პატიმრობა 2015 წლიადნ ჰქონდა მისჯილი.

 

20 სექტემბერს, პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურამ ზურაბიშვილის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

პრეზიდენტის მიერ მასობრივი შეწყალებები როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. კრიტიკის საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ შეწყალების უფლება მეტად დაიხვეწოს. 18 სექტემბერ პრეიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხაა.

პოპულალურები