LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი სახალხო დამცველსა და სახელმწიფო ინსპექტორს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შეხვდა

111
1

საქართველოს პრეზიდენტი სახალხო დამცველს შეხვდა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა კი ინტერნეტსივრცეში გავრცელებული უკანონო ჩანაწერები იყო.

როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ზურაბიშვილმა და ლომჯარიამ სწორედ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

დღესვე, პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა სახელმწიფო ინსპექტორთანაც. 

ზურაბიშვილმა ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის დროს, ასევე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადებისა და მოსმენის ამსახველი ფაილები გავრცელდა. ჩანაწერები მოიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციას სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, მათთან დაკავშირებულ პირებზე. ჩანაწერების მიხედვით, ასევე უსმენდნენ ჟურნალისტებსაც.

 

პოპულალურები