LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი უცხოეთში დაგეგმილ ვიზიტებს აუქმებს – მიზეზი კორონავირუსია

144
BeFunky-collage

სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვიზიტები გააუქმა. ინფომრაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმიანისტრაცია ავრცელებს.

“საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები,” – წერია განცხადებაში.

“უსაფრთხოება ნიშნავს მშვიდად ყოფნას” – პრეზიდენტმა ახალი კამპანია წამოიწყო

უწყების ცნობით გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე ადმინისტრაციამ ეს ინფორმაცია პარტნიორებსაც მიაწოდა.

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 110 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 4 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 000-ზე მეტი.კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა თურქეთში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდ 19 ევროპიდან დაბრუნებულ თურქეთის მოქალაქეს დაუდგინდა.

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებისა და ფატალური ფაქტების რაოდენობა გაიზარდა დიდ ბრიტანეთში. ინფიცირებულთა შორისაა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 23-მდე გაიზარდა.

“იტალიაში იყო, ორი ოჯახი მოგზაურობდა ერთად” – ცერცვაძე 12 წლის მოზარდის დაინფიცირებაზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები