LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: ვისურვებდი ჩვენი ქვეყანა ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც დღეს სპორტია საქართველოში

120
სალომე-ზურაბიშვილი-1

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2019 წლის სპორტული მოვლენების შესამაჯებელ ღონისძიებას დაესწრო. მან რამდენიმე სპორტსმენიც დააჯილდოვა. ჯილდოები გადაეცათ:

ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ რომაული ჭიდაობა), ლაშა გობაძე ( ბერძნულ რომაული ჭიდაობა).

პრეზიდენტი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა:

სალომე ზურაბიშვილი გადამალეთ, რამე არ დააბრეხვოს – ალეკო ელისაშვილი

“ჩვენმა სპორტსმენებმა შეძლეს ის, რომ საქართველო შორეულ ქვეყნებში ცნობილი გახდა, როგორც ერთ-ერთი ძალიან სპორტული და სპორტში წარმატებული ქვეყანა. ცნობადობასთან ერთად საქართველოს დროშა არაერთხელ აღიმართა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რა დროსაც ჩვენი საზოგადოება სიამაყით ივსება. ეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობისთვის, ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მომავლის იმედისა და შემართების საფუძველია, რისთვისაც კიდევ ერთხელ ყველას მადლობას გიხდით.თქვენი როლი ფასდაუდებელია, როგორც საზღვრებს გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნითაც. თქვენ ჩვენი ახალგაზრდებისთვის ყველაზე კარგი მაგალითი ხართ თუ როგორ უნდა გაიზარდოს ახალგაზრდა თაობა – ჯანმრთელი, ჯანსაღი, წარმატებული და გამარჯვებული. დღევანდელი ნომინანტები სწორედ ნათელი მაგალითები არიან იმისა თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი თუ საქმეში მთელ ენერგიასა და ძალისხმევას ჩადებ. ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა სფროში ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც დღეს სპორტია საქართველოში. ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია, რადგან ადამიანი უფრო ძლიერი და ყველაფრის მიმართ გამძლე ხდება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ ყველა ვიყოთ შეკრული, აქტიური, ჯანმრთელი, წარმატებასა და გამარჯვებაზე ორიენტირებული,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები