LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტისგან განსხვავებით, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი რიგითი პატიმარია

82
კალაძე

თბილისის მერი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი რიგითი პატიმარია.

„პრივილეგიებით სარგებლობა – პირველად გავიგე, ასეთი რამ თუ არსებობდა. პატიმარი არის პატიმარი – ის არის ადამიანი, ვინც დანაშაულს სჩადის” – აცხადებს კალაძე

მისი განცხადებით, ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი და მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება იმ ვადით, რაც აქვს მისჯილი.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ყველანაირი პირობაა შექმნილი სააკაშვილის სამკურნალოდ.

კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები