LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა

77

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 57 მსჯავრდებული.

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების აქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 30 მსჯავრდებული. ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 27 პირს, მათ შორის 2 ქალს.

კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის საქმე, ქორიძემ განაცხადა, რომ მისი საქმე ამ კომისიის დღის წესრიგში არ ყოფილა.

შეწყალების საკითხთა კომისიამ 22-24 ოქტომბრის პერიოდში 575 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები