LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ როგორც ინსტიტუტი, პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას: არჩილ თალაკვაძე

70
არჩილ-თალაკვაძე-1

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ პრეზიდენტი როგორც ინსტიტუტი და როგორც პოლიტიკური პირი, პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ყოვლწიური ანგარიშის შეფასებისას თქვა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ზურაბიშვილმა საკუთარ გამოსვლაში სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ოპოზიციას პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„მან სწორი აქცენტები გააკეთა, როცა პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორების სურვილს, საქართველოში პოლიტიკა ტარდებოდეს ინსტიტუციურად საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკურმა პარტიებმა პროცესში მონაწილეობა მიიღონ. მონაწილეობაზე უარის თქმა დემოკრატიის პრინციპს ეწინააღმდეგება. რასაკვირველია, საქართველოს პრეზიდენტის გზავნილი, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება და პარტიები, ვინც პარლამენტში არ არის წარმოდგენილი, უნდა დაბრუნდეს პარლამენტში,  სწორი გზავნილია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პოპულალურები