LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა დათა ვანიშვილი სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვა

69
სალო და დატა44

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილის ოჯახს სამოქალაქო თავდადებისთვის მედალი გადასცა.

„ეს დღე შევარჩიეთ იმთავითვე, რათა პატივი მიგვეგო იმ ადამიანისთვის, რომელიც შემართებისა და შეუგუებლობის ერთგვარი სიმბოლო გახდა. დავით ვანიშვილის სახელი შემოვიდა ჩვენს ისტორიაში.

ის არის სიმბოლო იმ უსამართლობის და გაუსაძლისი მდგომარეობის, რომელშიც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.

დღეს, 9 აპრილს, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს მინდა, მის ოჯახს გადავცე პრეზიდენტის მედალი, როგორც ჩვენი ყველას უდიდესი პატივისცემის და ჩვენი იმედის ნიშანი, რომ ამ სიტუაციას გადავლახავთ, საქართველო გამთლიანებული იქნება და ასეთი ადამიანები თავიანთ სოფლებში მშვიდად იქნებიან, აღარ ექნებათ აუცილებლობა, რომ ამ უსამართლობას გაუძლონ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გამართა, რომელსაც პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია – ზურაბიშვილი

შეურაცხყოფის ენაზე მორატორიუმი გამოცხადდეს – პრეზიდენტის ორი ინიციატივა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები