LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ? თურმე პრეზიდენტი გვყოლია – მამუკა ხაზარაძე

129
მამუკა (3)

ბიზნესმენი, რომელიც ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა და საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა, დღეს ოპოზიციის, ხელისუფლებისა და სამოქალაქო აქტივისტების კრიტიკის ობიექტი გახდა.

მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრეზიდენტმაც გააკრიტიკა. 

ზურაბიშვილი ხაჭაპურზე ხაზარაძის განცხადებას გმობს

მსგავსი კომენტარი იქნება თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება.

ამ ფაქტს “ლელოს” დამფუძნებელი ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა და თქვა, რომ არც იცოდა, საქართველოს პრეზიდენტი თუ ჰყავდა.

„პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა? რა საინტერესოა, თურმე პრეზიდენტი გვყოლია, პრეზიდენტისთვის, რომელსაც არ გაუკეთებია არაფერზე განცხადება და ამბობს, რომ ჩემს ფუნქციებში არ შედის განცხადებების გაკეთებაო და საერთოდ დაკარგულია, აღმოჩნდა, რომ ჩემი სიტყვები იყო მთავარი თემა“,

განაცხადა ხაზარაძემ გადაცემა “360 გრადუსში”.  

"თუ ვინმემ ხაჭაპურზე გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო"

ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“).

დღეს ვართ კატასტროფულ სიტუაციაში, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა, რომ მამუკა ხაზარაძე გამოიყვანონ მჩაგვრელად. მოდით, ამოიღეთ ის დაპირებები, რამდენიმე ფრაზა რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მთელი მისი გარემოცვა პირდებოდა ხალხს, დააკვირდით , სად ვიყავით და სად ვართ. მე ვთქვი კიდევაც, რომ „ოცნებას“ მივეცი ხმა, მეც მქონდა იმედი, მაგრამ მოდით გადავიდეთ ემოციური მდგომარეობიდან და გადავიდეთ ციფრების მდგომარეობაზე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები