LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ,,ტერმინატორის“ და ,,მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერს უმასპინძლა

148
71005099-4455044217846387-333190974274535424-o

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში უცხოელი და ქართველი ქალი კინემატოგრაფები მიიღო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროდიუსერები გეილ ენნ ჰერდი და პოლ თილტგესი საქართველოში ორგანიზაციის „ქალები კინოსა და ტელევიზიაში“ (WIFT Caucasus) მოწვევით ჩამოვიდნენ.

,,ტერმინატორის“ და ,,მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერი გეილ ენნ ჰერდი საერთაშორისო ორგანიზაციის Women in Film & Television International-ის (WIFTI) საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია.

მიმდინარე წლის ივლისში სწორედ მისი ხელშეწყობით დაფუძნდა ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი, რომლის საბჭოს წევრების უმრავლესობაც საქართველოდან არიან, პრეზიდენტი კი რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილია.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ მათი საქმიანობის მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საკითხია და მასტერკლასებზეც, რომელსაც ისინი საქართველოში ჩაატარებენ, მონაწილეთა გენდერული ბალანსი დაცული იქნება.

მომავალ წელს საქართველოში კინემატოგრაფების ქალთა საერთაშორისო კონგრესის ჩატარება იგეგმება. უკვე დაწყებულია კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოები და პრეზიდენტმა კინემატოგრტაფებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა ქართული კინემატოგრაფიის მიღწევებსა და ისტორიაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში კინემატოგრაფიას მდიდარი ისტორია აქვს, რომელშიც ქალი რეჟისორები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები